დეკანატი
თამარ ჩხეიძე

დეკანი

ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი


დაიბადა 1969 წლის 25 მაისს ქ. თბილისში.

ტელეფონი: 599 11 41 60

ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it




შესახებ
გამოქვეყნებული პუბლიკაციები
>საერთაშორისო კონფერენციები

1993 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 1997 წელს — კომპოზიციისა და მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურა მუსიკის თეორიის სპეციალობით.
1997 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საღვთო ლიტურგია ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში (მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტი)“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1997 წლიდან მუშაობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შემდეგ თანამდებობებზე: 1997-1999წწ. — მუსიკის თეორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2005წწ. — მუსიკის თეორიის კათედრის მასწავლებელი; 2001-2005წწ. — უფროსი მასწავლებელი; 2005 წელს აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე; ამავე წლიდან არის ასოცირებული პროფესორი. 2005-2013 წწ. — ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო 2013 წლიდან — სამსახურის უფროსი.

>გამოქვეყნებული პუბლიკაციები:

1.მართლმადიდებელთა ლიტურგია და კათოლიკური მესა, საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1994წ.;
2.ქართული მართლმადიდებლური ლიტურგიის კომპოზიციური თავისებურებანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, №3, თბილისი, 1997წ.;
3.„დილოგის პრონციპი“ ღვთისმსახურებაში, მისი როლი, ფუნქციები ლიტურგიაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1997წ.;
4.ჟამისწირვის რიტუალში მონაწილე მრევლისა და მგალობელთა ფუნქციების შესახებ, „საქართველოს საპატრიარქო“, №1, თბილისი, 1998წ.;
5.წმინდა ძღვნისშეწირვის რიტუალის მუსიკალური მხარე აღმოსავლურ და დასავლურ საღვთისმსახურო პრაქტიკაში, „ხელოვნება“,№3, თბილისი, 1998წ.;
6.ლიტურგიის საგალობელთა სტრუქტურული და ინტონაციური თავისებურებანი (XIX საუკუნის ბოლოს შესრულებული სანოტო ჩანაწერების მიხედვით), მუსიკის თეორიის კათედრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 1998წ.;
7.გალობა და მისი როლი ქრისტიანულ საღვთისმსახურო რიტუალებში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის მასალები, თბილისი, 1999წ.;
8.მუსიკისა და სიტყვის ურთიერთობის პრობლემისათვის ქართულ საგალობლებში (ტროპარის IV ხმის საგალობელთა მაგალითზე), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2000წ.;
9.ქართული საეკლესიო საგალობელი — ქრისტიანული კულტურის თვითმყოფადი ნაწილი, „ქრისტიანობა და კულტურის ისტორიის პრობლემები“, კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000წ.;
10.ქართული გალობის ისტორიიდან, „საქართველოს საპატრიარქო“, №4, თბილისი, 2001წ.;
11.სადღესასწაულო ტროპარი და მისი კომპოზიციური თავისებურებები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2001წ.;
12.მართლმადიდებლური ლიტურგიისა და კათოლიკური მესის მუსიკალური კომპოზიციის თავისებურებანი (შედარებითი ანალიზი), სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები, ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001წ.;
13.ქართული საგალობელი ზოგადქრისტიანული და ეროვნული კულტურის ჭრილში, „ქართული საეკლესიო გალობა, ერი და ტრადიცია“, სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001წ.;
14.XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული ჭრელთა ნუსხები, „რწმენა და ცოდნა“, თბილისი, 2001-2002წწ.;
15.ჭრელის სისტემა ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში (თანაავტორი მ. ანდრიაძე), ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2002წ.;
16.ჭრელისა და ნევმური სისტემის ურთიერთმიმართების საკითხისათვის, ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2004წ.;
17.რვა ხმის სისტემა ჭრელთა ნუსხებში, „ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო და მომავალი“, მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2005წ.;
18.Система „Чрели“ в церковном пении, Scientific review, issue 88, vol. 2. Early music-contemporary outlook. Collection of articles. Kyiv, 2007წ.;
19.კილო-მოდუსები ქართულ საეკლესიო საგალობლებში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2010წ.;
20.ქართული საეკლესიო გალობა, როგორც ქრისტიანული კულტურის თვითმყოფადი ტრადიცია, „ცხოვრება ტურიზმის გზით – ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი“, საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2010წ.;
მოდალური აზროვნების თავისებურებების გამოვლენა ქართულ საგალობლებში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2013წ.

მუსიკის თეორიის კათედრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 1998წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია, თბილისი, 1999წ.;

გ. ორჯონიკიძის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „მუსიკა კულტურის კონტექსტში“, თბილისი, 1999წ.;

ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

„ქრისტიანობა და კულტურის ისტორიის პრობლემები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

ქართული საეკლესიო გალობა, ერი და ტრადიცია — პრობლემები“, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

საქართველოს პროფესორ-მასწავლებელთა VIII რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2001წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2002წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2004წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო კონფერენცია „ქართული გალობის ერთი საუკუნე (1801-1921), თბილისი, 2005წ.

„ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო და მომავალი“, მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2005წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2008წ.;

დ. ვოზნესენსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ძველებური მუსიკა – თანამედროვე ხედვა“, უკრაინა, 2008წ.;

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის V საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმი, 2009წ.;

„ცხოვრება ტურიზმის გზით – ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი“, საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, 2010წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის კონფერენცია, თბილისი, 2012წ.

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის VII საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმი, 2012წ.;

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონფერენცია „საეკლესიო გალობა – ტრადიცია, კანონიკა, შემსრულებლობა“, თბილისი, 2013წ.

FaceBook Twitter Google