სიახლეები
სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2022-23 სასწავლო წლის საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის

საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვასთან დაკავშირებული საბუთების მიღება იწარმოებს 5 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

 

მაგისტრატურაში მიღება ხდება შიდა გამოცდებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე.

შიდა მისაღებ გამოცდებზე დაიშვება პირი შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:

• სარეგისტრაციო ფორმა (დოკუმენტს შეავსებთ ადგილზე);

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

• კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ან კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის  ასლი.

• სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• სასწავლებლის რექტორის სახელზე სულიერი მოძღვრის სარეკომენდაციო წერილი;

• ფოტოსურათი ¾ ;

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი უნდა წარმოადგინოთ გ. მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში.

მისამართი: თბილისი. ზ. ანჯაფარიძის #21. სართული V

 

შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

• მუსიკის ისტორია და თეორია (ზეპირი)

• ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო)

• ინგლისური ენა (გასაუბრება)

გამოცდების ზუსტი განრიგი გამოქვეყნდება შიდა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

კონტაქტი:

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - ეკატერინე ყაზარაშვილი

598 14 84 31

რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა დეტალები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე

 

FaceBook Twitter Google