ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი — გიორგი ნატროშვილი ტელეფონი: 599 72 86 30
ელ.ფოსტა:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და ავტორიზაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებითა და უმაღლესი სასწავლებლის სხვა სამართლებრივი აქტებით;
- ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად უმაღლესი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ხელს უწყობს და უზრუნველყოფს:
- შიდა და გარე შეფასების პროცედურების კოორდინაციას, რომელთა მიზანია სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
- უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვასა და რექტორთან დასამტკიცებლად წარდგენას;
- უმაღლეს სასწავლებელში ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის, მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლებისა და კვლევის შეფასების წესების შემუშავებას და რექტორთან დასამტკიცებლად წარდგენას;
- რეკომენდაციების წარდგენას საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისთვის და ფაკულტეტის დეკანისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის შესახებ, მათი ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის საფუძველზე;
- თვითშეფასების კითხვარის შემუშავებას და აღნიშნული კითხვარის ანალიზის საფუძველზე, რეკომენდაციების წარდგენას უმაღლესი სასწავლებლის ფაკულტეტის წინაშე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
- სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (კრედიტები, მოდულები და ა.შ.) დანერგვის ორგანიზებას;
- კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის კურიკულუმის შემუშავებასთან და ავტორიზაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე;
- უმაღლესი სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენას ავტორიზაციის სტანდარტებთან და რეკომენდაციების წარდგენას ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე;
- ავტორიზაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
- თვითშეფასების ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“-ს წესდება, თავი II, მუხლი 10