ბიბლიოთეკის დებულება
დამტკიცებულია:
ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება -
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“
რექტორის 2014 წლის 10 სექტემბრის № ო/13 ბრძანებით
ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ ბიბლიოთეკის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ (შემდგომში - სასწავლებელი) ბიბლიოთეკა (შემდგომში - ბიბლიოთეკა) წარმოადგენს სასწავლებლის სტრუქტურულ ერთეულს;
2. ბიბლიოთეკა ფუნqციონირებს სასწავლებლის სხვა სტრუqტურულ ერთეულებთან კავშირში და ხელმძRვანელობს საqართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საqართველოს მოqმედი კანონმდებლობით, სასწავლებლის წესდებით, წინამდებარე დებულებით, შინაგანაწესით, ეთიკის კოდეqსითა და სასწავლებლის სხვა შიდა სამართლებრივი აqტებით (შემდგომში - მარეგულირებელი წესები);
3. ბიბლიოთეკით სარგებლობა ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია ყველა დაინტერესებული პირისთვის; ბიბლიოთეკაში შრომის დისციპლინის უზრუნველყოფისა და სამუშაო დროის რაციონალური გამოყენების მიზნით მოქმედებს სასწავლებლის რექტორის მიერ დამტკიცებული „ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი“, რომელიც სახელმძღვანელოა და შესასრულებლად სავალდებულოა ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისა თუ მომხმარებლისთვის.
მუხლი 2. ბიბლიოთეკის ძირითადი მიზნები და ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. ბიბლიოთეკის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) სასწავლებლის საზოგადოების კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ინფორმაციული მოთხოვნების უზრუნველყოფა;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძველზე სასწავლებლის სტუდენტებისათვის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის სწავლის, შრომისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პირობების შექმნა;
გ) ბიბლიოთეკის მომხმარებელთა (სასწავლებლის პერსონალი, სტუდენტი) სწრაფი და სრული უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;
დ) ბიბლიოთეკის ფონდის ფორმირება სასწავლებლის სპეციალობების, საგანმანათლებლო პროგრამების, მკითხველთა მომხმარებელთა მოთხოვნების მიხედვით;
ე) საცნობარო-საინფორმაციო აპარატის, კატალოგების, მონაცემთა ბაზების ორგანიზება და მართვა;
ვ) საბიბლიოთეკო მუშაობის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის, კომპიუტერიზაციის და საბიბლიოთეკო - საინფორმაციო სისტემების ფორმირების საფუძველზე;
ზ) სამეცნიერო გამოკვლევების და მეთოდური სამუშაოების ჩატარება საბიბლიოთეკო და საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მომსახურებაზე;
თ) სხვა ბიბლიოთეკებთან საქმიანობის კოორდინაცია მომხმარებლის სრული დაკმაყოფილების მიზნით;
ი) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება და ამ დოკუმენტებით მომხმარებელთა მომსახურება;
კ) მომხმარებელთათვის ინფორმაციის ძიების თანამედროვე მეთოდების შესწავლა.
2. ბიბლიოთეკის ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) სასწავლებლის სასწავლო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები და აუდიო-ვიზუალური მასალა);
ბ) საბიბლიოთეკო ფონდების რაციონალურად ფორმირება და ორგანიზება, მათი დაცვა, აღრიცხვა, მეცნიერული დამუშავება, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნა და მათი გამოყენების ორგანიზება საბიბლიოთეკო დარგში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის საჭირო პირობების შექმნა:
დ) სასწავლებლის სასწავლო, საინფორმაციო და სამეცნიერო მოთხოვნილებების საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და მის საფუძველზე მუშაობის ორგანიზება;
ე) წიგნადი ფონდის პერიოდული შესწავლა, შემოწმება, მეორადი შერჩევის გზით გაწმენდა;
ვ) გაცვლითი ფონდის შექმნა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უწყების ბიბლიოთეკების მიერ, მისი გამოყენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;
ზ) მომხმარებელთა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო - ბიბილიოგრაფიული მომსახურების უზრუნველყოფა საბიბლიოთეკო დოკუმენტებით, როგორც ადგილზე, ასევე სახლში გაცემით, აგრეთვე ბშა-ს (ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტი) და საერთაშორისო წიგნთგაცვლის ფორმების გამოყენებით ბიბლიოთეკის სარგებლობის წესების შესაბამისად;
თ) მიმდინარე და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში აქტიური მონაწილეობა;
მუხლი 3. ბიბლიოთეკის პერსონალი
1. სასწავლებლის საშტატო განრიგით ბიბლიოთეკის შემადგენლობაში შედის ბიბლიოთეკის უფროსი და ბიბლიოთეკარი;
2. ბიბლიოთეკის უფროსსა და ბიბლიოთეკარს თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის რექტორი;
3. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელბს ბიბლიოთეკის უფროსი;
4. ბიბლიოთეკის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვას საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის მდიდარ ტრადიციებზე, საერთაშორისო საბიბლიოთეკო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით;
ბ) ნერგავს ინოვაციურ პროცესებს სასწავლებლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით;
გ) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის გამდიდრებას სასწავლო - სამეცნიერო, შემეცნებითი ლიტერატურით;
დ) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ინტეგრაციას აღმოსავლურ - ევროპული ქრისტიანული კულტურის საბიბლიოთეკო ქსელში;
ე) ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა წამყვან გამომცემლობებთან სასწავლებლის წიგნადი ფონდის განახლებისა და გაზრდის პროცესს;
ვ) წარმართავს კოორდინაციულ მუშაობას შესაბამისი პროფილის გამომცემლობებთან, ავტორებთან, დიდი ფონდების მფლობელ სახელმწიფო ბიბლიოთეკებთან;
ზ) აქტიურ მონაწილეობას იღებს სასწავლებლის სასწავლო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესში;
თ) ნერგავს საბიბლიოთეკო მუშაობის ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებს;
ი) მონაწილეობას იღებს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ტრენინგებსა და სემინარებში; პროფესიული ლიტერატურის შესწავლისა და მოწინავე საბიბლიოთეკო გამოცდილების გაცნობისა და დანერგვის მიზნით;
კ) გეგმავს ყოველწლიურად სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები, კერძოდ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და სხვა კულტურული ცენტრების მონახულებას;
ლ) ამყარებს საქართველოს და უცხოეთის წამყვან ბიბლიოთეკებთან და უნივერსიტეტებთან ურთიერთობას სამეცნიერო-კვლევითი არეალის უკეთ გაცნობისა და თანამშრომლობისათვის;
მ) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ფონდების ფორმირებას სასწავლებლის პროფილის, საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამებისა და მკითხველთა საინფორმაციო -ბიბლიოგრაფიული მოთხოვნების გათვალისწინებით;
ო)უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ჩართვას საქართველოს საინფორმაციო-საბიბლიოთეკო ქსელში;
პ)სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პერიოდული გამოცემების გამოწერას;
ჟ) აწარმოებს ყოველწლიურ ანალიზს სასწავლებელში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის საბიბლიოთეკო საშუალებებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესაფასებლად;
რ) წარუდგენს სასწავლებლის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს რეკომენდაციებს ბიბლიოთეკის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ს) უზრუნველყოფს სტუდენტთა, აკადემიურ პერსონალთა და გარეშე პირთა საბიბლიოთეკო დოკუმენტებით მომსახურება და საჭირო ლიტერატურის შერჩევას;
ტ) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის მკითვხელის ბარათის გახსნასა და ჩაწერას;
უ) უზრუნველყოფს შემოწირული წიგნების აღრიცხვას ,,საბიბლიოთეკო ფონდის აღრიცხვის წიგნში” თანმხლები დოკუმენტებით (აქტები, ზედნადები);
ფ) უზრუნველყოფს შემოწირული წიგნადი ფონდის ელექტრონული ვერსიის შექმნას და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას;
ქ) ახდენს ფონდში შემოსული წიგნების რაოდენობისა და ფასების დაჯამებას;
ღ) აწარმოებს საბიბლიოთეკო ფონდის შესავსებად საჭირო ლიტერატურის მოძიებას და მათ შეძენას;
ყ) ახორციელებს პერიოდიკის გამოწერას, დაანგარიშებას და ჯამობრივში გატარებას;
შ) უზრუნველყოფს გამომცემლობებთან ურთიერთობას და ახალი წიგნების შემოტანას;
ჩ) უზრუნველყოფს ოჯახებიდან შესაბამისი კოლექციების შემოტანის ორგანიზებას და შემოსული კოლექციებისა და სხვა ფორმატის წიგნების გადარჩევას, დახარისხებასა და დამუშავებას;
ც) უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო დოკუმენტების დამუშავებას, ბიბლიოგრაფიულ აღწერას საერთაშირისო სტანდარტების მიხედვით, ბარათების საკატალოგო ყუთში ჩართვას და წიგნების თაროზე მათ განთავსებას;
ძ) წარმართავს ოპერატიული ფონდის ელექტრონულ კატალოგზე მუშაობის პროცესს;
წ) აწარმოებს სისტემატური კატალოგის შედგენასა და წარმართავს ელექრტონულ კატალოგზე მუშაობას;
ჭ) უზრუნველყოფს გაცვლითი ფონდისა და ბშა-ს მომსახურების ხელმძღვანელობას;
ხ) ახორციელებს პერიოდული გამოცემების რეგისტრაციას, აღწერას, დამუშავებას;
ჯ) პასუხისმგებელია სასწავლებლის ფაკულტეტის სილაბუსებში მითითებული ლიტერატურის სისწორესა და სიზუსტეზე;
ჰ) ბიბლიოთეკის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებს სასწავლებლის რექტორის დავალებებს და ახორციელებს მარეგულირებელი წესებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჰ1) უზრუნველყოფს სხვა საქმიანობის განხორციელებას, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ბიბლიოთეკის მიზნებსა და ამოცანებს.
5. ბიბლიოთეკარს თანამდებობაზე ნიშავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასწავლებლის რექტორი;
6. ბიბლიოთეკარის უშუალო ხელმძღვანელია ბიბლიოთეკის უფროსი;
7. ბიბლიოთეკარის უფლებამოსილება:
ა) წიგნის გაცემა-დაბრუნება;
ბ) ბშა-თი მკითხველთა მომსახურება;
გ) უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისთვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.